|
შეჯიბრი მინი ფეხბურთში გოგონათა შორის
20.08.2011
პროექტის "ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის" ფარგლებში შექმნილმა თვითდახმარების ჯგუფმა "ეგრისი" სოფელ კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სამეგრელო) ჩაატარა შეჯიბრი მინი ფეხბურთში გოგონათა შორის. გუნდები დაკომპლექტებული იყო კოკისა და ორსანტიის თემში მცხოვრები გოგონებით. ორივე სოფლიდან ორ-ორი გუნდი მონაწილეობდა. ფინალში გაიმარჯვა სოფელ კოკის გუნდმა "მერცხალი". თვითდახმარების ჯგუფმა "ეგრისი" გამარჯვებული გუნდი თასითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.   
|