HOME SITEMAP CONTACT ძიება: Eng | Geo

სიახლეები
«--

ახალი პუბლიკაცია

30.08.2011

დაისტამბა და გამოიცა ქალთა მეხსიერების სერიის მეცხრე წიგნი "ასწლეული ინტერიერში".

"წიგნი ჩვენი ისტორიის 100-ზე მეტ წელიწადს ეხება და წარმოადგენს მოვლენებს, როგორც ეს მოვლენები ადამიანებმა განიცადეს, დაიმახსოვრეს და, თავიანთი კეთილი ნებით - გვიამბეს. აღმოჩნდა, რომ ამ ასწლეულში, გასული საუკუნის დასაწყისიდან ვიდრე ჩვენს დღემდე, ყველაზე მწარედ დასამახსოვრებელი და მოსათხრობი ადამიანს აქვს შურისძიების, მტრობის, გაუტანლობის, ანგარიშსწორების, სისხლიანი კონფლიქტებისა და ომების ამბები. ძირითადად, ის წვრილ-წვრილი დეტალები იმ ამბებისა, რაც არასდროს ხვდება ისტორიის სახელმძღვანელოებში და არ დაისწავლება იმისთვის, რომ შემდგომში, მომავალში, რაც, არსებითად, ჩვენი ცხოვრების ყოველი მომდევნო წუთია, მიზეზი არ მიეცეს შურს, მტრობასა და გაუტანლობას, ადამიანთა ტანჯვას." - წიგნის წინასიტყვაობიდან.

წიგნი ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით გამოიცა.

© ქალთა ფონდი და მეხსიერების კვლევის ცენტრი
საიტი შექმნა - თეა ხარიტონაშვილი