HOME SITEMAP CONTACT ძიება: Eng | Geo

სიახლეები
«--

საგრანტო კონკურსი სოფლად მცხოვრებ ქალთა ორგანიზაციებისათვის

06.09.2011

ფონდი ტასო
აცხადებს კონკურსს სოფლად მცხოვრებ ქალთა ორგანიზაციებისთვის:


კონკურსის მიზანი: ქალთა უფლებების დაცვა სოფლად

კონკურსის ამოცანები:
• თემის პასუხისმგებლობის ხარისხის ამაღლება ოჯახში ძალადობის აღსაკვეთად;
• თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციებთან ქალთა მიმართ ძალადობის დასაძლევად.

მონაწილეობის პირობები:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია
სოფლად მცხოვრები ქალების მიერ დაფუძნებულ, ოფიციალურად რეგისტრირებულ ორგანიზაციებს, რომელთაც მიზნად აქვთ დასახული ქალთა უფლებების დაცვა და აქვთ ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება

საკონკურსო პროექტების ავტორები უნდა ითვალისწინებდნენ შემდეგს:
- ორგანიზაციების მუშაობა მიმართული უნდა იყოს სოფლად ქალთა უფლებების დასაცავად, თემის კეთილდღეობისთვის და ადგილობრივი საზოგადოების მობილიზაციისთვის დემოკრატიზაციის პროცესში მონაწილეობის მისაღებად;
- უპირატესობა მიეცემა იმ ორგანიზაციების პროექტებს, რომელთაც აქვთ ოჯახში ძალადობისგან ქალთა დაცვის გამოცდილება.
- პროექტი უნდა გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას სამთავრობო სტრუქტურებთან, თვითმმართველობის ორგანოებთან და რეგიონში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან.
- ფონდისგან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 6 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.
- თუ არსებობს დახმარება სხვა წყაროებიდან, პროექტის საერთო ბიუჯეტი შესაძლოა აღემატებოდეს მითითებულ თანხას. ამ შემთხვევაში განაცხადს უნდა ერთვოდეს დამატებითი ფინანსური, მატერიალური, თუ სხვა სახის დახმარების დამადასტურებელი დოკუმენტი. აგრეთვე, უნდა მიეთითოს განმცხადებელთა საკუთარი წვლილი პროექტის განხორციელებაში.
- პროექტი ფონდის ტასო განაცხადის ფორმის მიხედვით უნდა დაიწეროს.


სამუშაო გეგმა:

კონკურსის გამოცხადება: 6 სექტემბერი, 2011

კონსულტაციები: 14 სექტემბრიდან; ელ. ფოსტით და სატელეფონო კონსულტაციები (იხ. საკონტაქტო ინფორმაცია ქვემოთ)

პროექტების შემოტანის ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი, 2011

მხარდაჭერილი პროექტების (გრანტების) გამოცხადება: 2011 წლის 20 ოქტომბრამდე

კავშირი:
მარინა თაბუკაშვილი, ფონდი ტასო.
ტელ.: (995 32) 292 0595 ელ-ფოსტა: marina@taso.org.ge

განაცხადის ფორმა ორგანიზაციებისათვის 

თავფურცელი

© ქალთა ფონდი და მეხსიერების კვლევის ცენტრი
საიტი შექმნა - თეა ხარიტონაშვილი