HOME SITEMAP CONTACT ძიება: Eng | Geo

წარსული გამოცდილება
 

ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველო“

ქალთა პროგრამა (1998–2006)

2007 წლის დასაწყისში გარდაქმნილი დამოუკიდებელ ორგანიზაციად

„ფონდი ტასო“ (ქალთა ფონდი და მეხსიერების კვლევის ცენტრი) 

საქმიანობის მოკლე მიმოხილვა: 1998–2006

ე.წ. გარდამავალი ხანა მოინიშნა ეკონომიკის დაცემით,  უმრავლესობის გაღატაკებით, უსამართლობით, განათლების სიტემის რღვევით, კორუფციის ზეობით, მძიმე ჰუმანიტარული შედეგების გამომწვევი ეთნიკურად შეფერილი კონფლიქტებით, დემოკრატიის ღირებულებათა თანმიმდევრული დისკრედიტაციითა და გადარჩენისთვის ბრძოლით დაკავებული მოსახლეობის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ინერტულობით.   

ამ რთული მდგომარეობის დასაძლევად მუშაობენ ღია საზოგადოების ინსტიტუტის  ქსელის წევრი ეროვნული ფონდები აღმოსავლეთი ევროპისა და პოსტ–საბჭოთა სივრცის ქვეყნებში. ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველო“ ქალთა პროგრამამ,  ქვეყანაში მუშაობის 8 წლის განმავლობაში, მჭიდრო თანამშრომლობით ღია საზოგადოების ქალთა ქსელური პროგრამის ხელმძღვანელობასთან და თავის კოლეგებთან – ამ ქსელის წევრებთან,  ასევე თავის პარტნიორებთან –  საქართველოს ქალთა მოძრაობის ლიდერებთან, გლობალური ქალთა მოძრაობასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან  ურთიერთქმედებით, შეიძინა საკმარისი გამოცდილება იმისათვის, რათა გააგრძელოს ქალთა პროგრამის მისია, როგორც დამოუკიდებელმა ქალთა ფონდმა.   

ქალთა პროგრამა,  ქალთა მოძრაობის განვითარების საჭიროებათა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით,  მუშაობდა შემდეგი მიმართულებებით: ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესება, და ქალთა საინიციატივო ჯგუფებისა და ორგანიზაციების ხელშეწყობა გენდერული ძალადობის დასაძლევად მიმართულ საქმიანობაში; ქალთა მოძრაობის გაფართოება და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში; გენდერული/ქალთა კვლევების განვითარება; "უფლებამოსილებითი განათლება" სკოლის ასაკის ბავშვებისთვის; დოკუმენტური ფილმების შექმნა ქალთა პრობლემების  გასაშუქებლად,  მედიასთან თანამშრომლობა საზოგადოებაში გენდერული წონასწორობის მისაღწევად.

იხილეთ სრულად

 

© ქალთა ფონდი და მეხსიერების კვლევის ცენტრი
საიტი შექმნა - თეა ხარიტონაშვილი