HOME SITEMAP CONTACT ძიება: Eng | Geo

ჩვენს შესახებ

ფონდი ტასო ფონდის "ღია საზოგადოება – საქართველო" ქალთა პროგრამიდან (1998–2006) ტრანსფორმირებული ორგანიზაციაა და 2007 წლის იანვრიდან მოქმედებს, როგორც დამოუკიდებელი ქალთა ფონდი.

ფონდი, როგორც საქართველოს ქალთა მოძრაობის ნაწილი და მისი მხარდამჭერი, ჩართულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მშვიდობიანი და სამართლიანი გარემოს შექმნისაკენ მიმართულ საქმიანობაში, გარემოსი, სადაც თითოეულ ქალს ექნება თავისუფალი არჩევანის, თვითრეალიზების საშუალება და დაუბრკოლებლად შეძლებს ისრგებლოს თავისი ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით.

მისია

ფონდის მისიაა ქალთა გაძლიერება სამოქმედოდ ადამიანის უფლებების, თანასწორობის, სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობისათვის საქართველოში.

ფონდის საქმიანობა

ჩვენ, როგორც საქართველოს ქალთა მოძრაობის ნაწილი, ქალთა უფლებების განხორციელების უზრუნველსაყოფად მოქმედი ორგანიზაცია და ეროვნული ქალთა ფონდი, მიზნების განსახორციელებლად და კონკრეტული კონტექსტის გათვალისწინებით:

  • გრანტების გაცემით მხარს ვუჭერთ აქტივისტ ქალთა, ქალთა ჯგუფებისა და ორგანიზაციების ინიციატივებს;
  • ვახორციელებთ ოპერაციულ პროგრამებს;
  • ვახორციელებთ შერეულ (ოპერაციული და გრანტგამცემი) პროექტებს;
  • ვმოქმედებთ როგორც მეხსიერების კვლევის ცენტრი, სარესურსო ბიბლიოთეკით, ზეპირი ისტორიის ტექსტური, ვიდეო და ფოტო არქივებით;
  • ვმონაწილეობთ კანონშემოქმედების პროცესში გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად;
  • ვამზადებთ, გამოვცემთ და ვავრცელებთ წიგნებს, მათ შორის ფონდის გამოცემათა ორი სერიის "ქალთა მეხსიერება" და "ფემინისტური ბიბლიოთეკა" პუბლიკაციებს;
  • ხელს ვუწყობთ დოკუმენტური ფილმების შექმნას ქალთა/სოციალურად მნიშვნელოვან საკითხებზე; თავადაც ვაარქივებთ ვიდეო მასალასა და ვქმნით დოკუმენტურ ფილმებს;
  • ვთანამშრომლობთ სხვა ორგანიზაციებთან, მედიასთან, სამთავრობო სტრუქტურებთან და ვმონაწილეობთ საქართველოს ქალთა მოძრაობის ღონისძიებებში;
  • ვმონაწილეობთ ქალთა გლობალური მოძრაობის ორგანზიაციების/ქსელების მუშაობაში.

ფონდი ტასო შემდეგი საერთაშორისო ქსელების წევრია:

გენდერული პოლიტიკის საერთაშორისო ქსელი (www.igpn.net)

ქსელი ფონდები მშვიდობისათვის   (www.foundationsforpeace.org )

ქალთა ფონდების საერთაშორისო ქსელი (www.inwf.org )

ასოციაცია ქალთა უფლებებისთვის განვითარების პროცესში (www.awid.org)

თანამშრომლები

სამეთვალყურეო საბჭო

© ქალთა ფონდი და მეხსიერების კვლევის ცენტრი
საიტი შექმნა - თეა ხარიტონაშვილი