GEO
May 04, 2022
ნორვეგიის ელჩის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლების სტუმრობა ანაკლიაში

2022 წლის 4 მაისს, ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰელენ სანდ ანდრესენი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა, „ფონდი ტასოს“ წარმომადგენლებთან ერთად, „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების“ პროექტის შედეგად ანაკლიაში ჩამოყალიბებულ სათემო ფონდ „ნეფას“ ეწვია.

შეხვედრას სამეგრელოს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალები - პროექტის როგორც ყოფილი, ისე ამჟამინდელი მონაწილეები ესწრებოდნენ. „ნეფას“ წარმომადგენლებმა ახალბედა მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარეს და საკუთარი წარმატების ისტორიები უამბეს.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ზუგდიდის მერიის სოციალური დაცვის და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი გოგი რევია და ზუგდიდის საკრებულოს სამი მოწვევის დეპუტატი, „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების“ პროექტის ყოფილი მონაწილე, ირუზა კაკავა.

News
The members of the Taso Foundation team held project presentation...
March 30, 2024
The members of the Taso Foundation team held project presentation...
March 29, 2024