GEO
სოფლად მცხოვრები ქალების დღისადმი მიძღვნილი კამპანია

15 ოქტომბერს სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნება. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2008 წელს დაფუძნებული საერთაშორისო დღე აღიარებს სოფლად მცხოვრებ ქალთა წვლილს ადგილობრივ განვითარებასა და სოფლის მეურნეობაში, საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და სიღარიბის დაძლევაში. 

სოფლად მცხოვრები ქალების დღისადმი მიძღვნილი კამპანიის მიზანია, ფართე საზოგადოებას შეახსენოს, თუ რამდენად ფასეულია სოფლად მცხოვრები ქალების ხშირად "უხილავი" და დაუფასებელი შრომა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს შრომა ქვეყნის განვითარების საქმეში და ინფორმაციის მიწოდების გზით, მოუწოდოს საზოგადოებას მათი ძალისხმევისა და წვლილის დაფასებისკენ. 

2022 წელს წარმოებული კამპანია 3 სექტემბერს დაიწყო და 6 კვირის განმავლობაში გაგრძელდა. მის შემადგენელ ელემენტებს წარმოადგენდა: სამწუთიანი ფილმების კონკურსი სოფლად მცხოვრები ქალების თემაზე (კონკურსის გამარჯვებული ფილმები იხილეთ აქ), სოფლად მცხოვრები ქალების ფესტივალის ორგანიზება გურიის რეგიონის სოფელ ერკეთში, მედია მასალებისა და საპრომოციო მასალების დამზადება-გავრცელება, ორგანიზაციის ვებ-გვერდის პრეზენტაცია და მისი განახლებული კონტენტის (რუკა, ქალთა ისტორიები) გადაზიარება, კამპანიის შემაჯამებელი ღინისძიების ორგანიზება და მედია საშუალებების მიერ კამპანიის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების გაშუქების უზრუნველყოფა.