2022 წლიდან ორგანიზაცია ყოველწლიურად ერთვება გენდერული ძალადობის
წინააღმდეგ გამართულ გლობალურ 16-დღიან კამპანიაში; აწყობს საინფორმაციო
შეხვედრებს სოციალურ მობილიზაციაში ჩართულ ქალებთან, რომლებიც, თავის მხრივ,
ინფორმაციას თავიანთ თემში ავრცელებენ და ამა თუ იმ შერჩეული აქტივობით
უერთდებიან კამპანიას.
2023 წელს „ფონდმა ტასომ“ წარადგინა 16 დღიანი აქტივობების კალენდარი, მოუწოდა
მხარდამჭერებს დღეში ერთი აქტივობის შესრულებისკენ და მიაწოდა შესაბამისი რესურსები - გაავრცელა საინფორმაციო მასალები (ფოტო, ვიდეო რგოლები, ფილმები, გრაფიკული ნამუშევრები).
მასალები ვრცელდება, აგრეთვე, ყველა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რაც
სტრატეგიული კომუნიკაციის შემადგენელი ნაწილია.