GEO
კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების საქმიანობის მხარდასაჭერად
„ფონდი ტასო“ აგრძელებს ორწლიან პროგრამას ქალთა და გოგონათა საზოგადოებრივი აქტივიზმის ხელშესაწყობად და აცხადებს კონკურსს - სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების საქმიანობის მხარდასაჭერად.

კონკურსის მიზნები:

  • დემოკრატიის განვითარების, სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობისკენ  მიმართული სათემო აქტივიზმის ხელშეწყობა; 
  • მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება აქტიური მოქალაქეობისთვის: ევროინტეგრაცია, ევროკავშირის წევრობის პირობები და 12 მოთხოვნა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად;  
  • ქალთა ლიდერობა და ჩართულობა ადგილობრივ დონეზე  გადაწყვეტილების მიღების პროცესში; 
  • უმცირესობათა ჯგუფების შესაძლებლობების ზრდა ღირსეული მონაწილეობისთვის სათემო განვითარების საქმეში; 
  • ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფებისა და აქტივისტების ურთიერთთანამშრომლობა ქალთა მოძრაობის გასაძლიერებლად საქართველოში;
  • ქალთა ლიდერობით მოქმედი ადგილობრივი ჯგუფებისა და ორგანიზაციების ინსტიტუციური გაძლიერება და მათი საქმიანობის მედეგობის მხარდაჭერა; 
  • მოხალისეობის კულტურის დანერგვა თემში.

მონაწილეობის პირობები

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს რეგიონებში, სოფლად ან/და მუნიციპალურ ცენტრებში ქალთა ლიდერობით მოქმედ საინიციატივო ჯგუფებს და სათემო ორგანიზაციებს. 
  • საკონკურსო პროექტები უნდა შემუშავდეს დართული განაცხადის ფორმისა და წინამდებარე დოკუმენტის მოთხოვნათა სრული დაცვით და შეესაბამებოდეს კონკურსის 2 ან რამდენიმე მიზანს. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ:

  • მოთხოვილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს: ორგანიზაციებისთვის - 17 000 ლარს, ხოლო საინიციატივო ჯგუფებისთვის - 10 000 ლარს. 
  • პროექტების განხორციელების ვადა 6-დან 12 თვემდეა.
  • საკონტაქტო ტელეფონები პროექტის მონაწილეთა საკონსულტაციოდ: მარინა თაბუკაშვილი - 595424279; ნინო ასათაშვილი - 588 884576, ეკატერინე წურწუმია - 577 994237.
  • საპროექტო განაცხადი (ჩამოტვირთვა), თავფურცელი (ჩამოტვირთვა) და დანართები ელ. ვერსიის სახით იგზავნება მისამართებზე:

eka@taso.org.ge ; nino110a@gmail.com.

სამუშაო გეგმა:

კონკურსის გამოცხადება: 22 აპრილი, 2023

განმცხადებელთა ინდივიდუალური (სატელეფონო) კონსულტაციები: 24 აპრილი - 14 მაისი 

განმცხადებელთა ჯგუფური („ზუმის“ სივრცეში) კონსულტირება: 2023 წლის, 1 მაისი, 2 საათზე; საკონსულტაციო შეხვედრის ბმული - https://us02web.zoom.us/j/9672273892 .

საკონკურსო პროექტების ჩაბარების საბოლოო ვადა: 15 მაისი, 2023