ENG
საგრანტო კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების საქმიანობის მხარდასაჭერად
„ფონდი ტასო“ აგრძელებს ორწლიან პროგრამას ქალთა და გოგონათა საზოგადოებრივი აქტივიზმის ხელშესაწყობად და აცხადებს კონკურსს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების საქმიანობის მხარდასაჭერად.

კონკურსის მიზნები:

  • დემოკრატიის განვითარების, სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობისკენ  მიმართული სათემო აქტივიზმის ხელშეწყობა; 
  • მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება აქტიური მოქალაქეობისთვის: ევროინტეგრაცია, ევროკავშირის წევრობის პირობები და 12 მოთხოვნა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად;  
  • ქალთა ლიდერობა და ჩართულობა ადგილობრივ დონეზე  გადაწყვეტილების მიღების პროცესში; 
  • უმცირესობათა ჯგუფების შესაძლებლობების ზრდა ღირსეული მონაწილეობისთვის სათემო განვითარების საქმეში; 
  • ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფებისა და აქტივისტების ურთიერთთანამშრომლობა ქალთა მოძრაობის გასაძლიერებლად საქართველოში;
  • ქალთა ლიდერობით მოქმედი ადგილობრივი ჯგუფებისა და ორგანიზაციების ინსტიტუციური გაძლიერება და მათი საქმიანობის მედეგობის მხარდაჭერა; 
  • მოხალისეობის კულტურის დანერგვა თემში.

მონაწილეობის პირობები

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს რეგიონებში, სოფლად ან/და მუნიციპალურ ცენტრებში ქალთა ლიდერობით მოქმედ საინიციატივო ჯგუფებს და სათემო ორგანიზაციებს. 
  • საკონკურსო პროექტები უნდა შემუშავდეს დართული განაცხადის ფორმისა და წინამდებარე დოკუმენტის მოთხოვნათა სრული დაცვით და შეესაბამებოდეს კონკურსის 2 ან რამდენიმე მიზანს. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ:

  • მოთხოვილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს: ორგანიზაციებისთვის - 17 000 ლარს, ხოლო საინიციატივო ჯგუფებისთვის - 10 000 ლარს. 
  • პროექტების განხორციელების ვადა 6-დან 12 თვემდეა.
  • საკონტაქტო ტელეფონები პროექტის მონაწილეთა საკონსულტაციოდ: მარინა თაბუკაშვილი - 595424279; ნინო ასათაშვილი - 588 884576, ეკატერინე წურწუმია - 577 994237.
  • საპროექტო განაცხადი (ჩამოტვირთვა), თავფურცელი (ჩამოტვირთვა) და დანართები ელ. ვერსიის სახით იგზავნება მისამართებზე:

eka@taso.org.ge ; nino110a@gmail.com.

სამუშაო გეგმა:

კონკურსის გამოცხადება: 22 აპრილი, 2023

განმცხადებელთა ინდივიდუალური (სატელეფონო) კონსულტაციები: 24 აპრილი - 14 მაისი 

განმცხადებელთა ჯგუფური („ზუმის“ სივრცეში) კონსულტირება: 2023 წლის, 1 მაისი, 14:00 სთ; საკონსულტაციო შეხვედრის ბმული - https://us02web.zoom.us/j/9672273892 .

საკონკურსო პროექტების ჩაბარების საბოლოო ვადა: 15 მაისი, 2023