GEO
სამწუთიანი ფილმების კონკურსი

კონკურსის შესახებ

15 ოქტომბერს სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნება. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2008 წელს დაფუძნებული საერთაშორისო დღე აღიარებს სოფლად მცხოვრებ ქალთა წვლილს ადგილობრივ განვითარებასა და სოფლის მეურნეობაში, საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და სიღარიბის დაძლევაში. ამ დღესთან დაკავშირებით, „ფონდი ტასო“ იწყებს ექვსკვირიან კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ვაცხადებთ 3 წუთიანი ფილმების კონკურსს სოფლად მცხოვრები ქალების თემაზე. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს, ვისაც შეუძლია ვიზუალური თხრობის გზით გადმოსცეს სათქმელი ორიგინალურად, გასაგებად და საინტერესოდ, დააფიქროს მაყურებელი, გაზარდოს მისი ცნობიერება და საკუთარი წვლილი შეიტანოს სოფლად მცხოვრები ქალების მდგომარეობის გაუმჯობესებაში. 

კონკურსში მონაწილეობის პირობები

  • ფილმის ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს, თუმცა, შეიძლება იყოს ნაკლები. 
  • ფილმი უნდა იყოს ქართულ ენაზე ინგლისური სუბტიტრებით.
  • ფილმის ჟანრი შესაძლოა იყოს: მხატვრული, დოკუმენტური, მხატვრულ-დოკუმენტური, ექსპერიმენტული და ანიმაციური. 
  • ფილმის ფორმატი უნდა იყოს HD 
  • ფილმი კონკურსში მონაწილეობამდე არ უნდა იყოს გამოქვეყნებული და არ უნდა გამოქვეყნდეს სხვა პლატფორმაზე კონკურსის დასრულებამდე. 

ნამუშევრების შეფასება

საკონკურსო ფილმებს შეაფასებს სპეციალურად მოწვეული ოთხწევრიანი ჟიური. შეფასება მოხდება ორ ეტაპად, მეორე ეტაპზე გადასული 7 ფილმიდან 3 გამარჯვებული ფილმის ავტორი გამოვლინდება 14 ოქტომბერს, სოფლად მცხოვრები ქალების დღისადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე. 

ფილმები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • თემის წარმოჩენა; 
  • ორიგინალური იდეა;
  • შემოქმედებითი მიდგომა;
  • ვიზუალური თხრობის ტექნიკა;
  • ხმისა და გამოსახულების ხარისხი;
  • ეთიკის სტანდარტების დაცვა.

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 7 ოქტომბერი. ინფორმაცია მეორე ეტაპზე გადასული ფილმების შესახებ ცნობილი გახდება 10 ოქტომბერს. 

3 გამარჯვებული ფილმი დასახელდება 14 ოქტომბერს და გავრცელდება „ფონდი ტასოს“ ონლაინ პლატფორმებზე 15 ოქტომბერს - სოფლად მცხოვრები ქალების დღეს. 

საპრიზო ფონდი

I ადგილი - 2000 ლარი

II ადგილი - 1500 ლარი

III ადგილი - 1000 ლარი

სააპლიკაციო ფორმა

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.