15 ოქტომბერს სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნება. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2008 წელს დაფუძნებული საერთაშორისო დღე აღიარებს სოფლად მცხოვრებ ქალთა წვლილს ადგილობრივ განვითარებასა და სოფლის მეურნეობაში, საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და სიღარიბის დაძლევაში. ამ დღესთან დაკავშირებით, „ფონდი ტასო“ იწყებს ექვსკვირიან კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ვაცხადებთ 3 წუთიანი ფილმების კონკურსს სოფლად მცხოვრები ქალების თემაზე.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც აქვს სურვილი, ვიზუალური თხრობის გზით გადმოსცეს სათქმელი ორიგინალურად, გასაგებად და საინტერესოდ, საკუთარი წვლილი შეიტანოს სოფლად მცხოვრები ქალების მდგომარეობის გაუმჯობესებაში, დააფიქროს მაყურებელი და გაზარდოს მისი ცნობიერება.
საკონკურსო ფილმებს შეაფასებს სპეციალურად მოწვეული ოთხწევრიანი ჟიური. შეფასება მოხდება ორ ეტაპად, მეორე ეტაპზე გადასული 7 ფილმიდან 3 გამარჯვებული ფილმის ავტორი გამოვლინდება 14 ოქტომბერს, სოფლად მცხოვრები ქალების დღისადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე.
ფილმები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 7 ოქტომბერი. ინფორმაცია მეორე ეტაპზე გადასული ფილმების შესახებ ცნობილი გახდება 10 ოქტომბერს.
3 გამარჯვებული ფილმი დასახელდება 14 ოქტომბერს და გავრცელდება „ფონდი ტასოს“ ონლაინ პლატფორმებზე 15 ოქტომბერს - სოფლად მცხოვრები ქალების დღეს.
I ადგილი - 2000 ლარი
II ადგილი - 1500 ლარი
III ადგილი - 1000 ლარი
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.