ქალთა ზეპირი ისტორიების, როგორც აკადემიური დისციპლინის შემდგომი განვითარება, ქალთა ზეპირი ისტორიების დოკუმენტირება და პუბლიკაციები ფონდი ტასოს ერთ-ერთი სამუშაო მიმართულებაა. ის 2011 წელს დაიწყო და გრძელვადიანი პროგრამაა.
2004 წელს დაარსდა გამოცემების სერია „ქალთა მეხსიერება“. სერიის გამოცემები მიმართულია ფართო მკითხველი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ქალთა უფლებრივი მდგომარეობის, ტოლერანტობის, მშვიდობისა და სამართლიანობის საკითხებზე. ავავე დროს, ქალთა ზეპირი ისტორიის მეთოდოლოგიის დაცვით დოკუმენტირებული გამოქვეყნებული ნარატივები, სოციალური მეცნიერებების განვითარების მნიშვნელოვან და ჯერაც ნაკლებად გამოყენებულ რესურსს წარმოადგენს.
ფონდ ტასოს 2001 წლიდან თანმიმდევრული მუშაობით შეგროვებული ზეპირი ისტორიების არქივი აქვს: დოკუმენტირებული ტექსტები, ფოტოები, აუდიო და ვიდეო მასალა. ამათგან,მხოლოდ ნახევარია გამოქვეყნებული. აუცილებელია ქალთა ზეპირი ისტორიების, როგორც სოციალური მეცნიერებების დარგისა და საუნივერსიტეტო დისციპლინის განვითარება.
"მეხსიერების კვლევის ცენტრში“ თავმოყრილია:
ბიბლიოთეკა: მეხსიერების ცენტრის ბიბლიოთეკას საფუძვლად უდევს ქალთა პროგრამის 2000 წლიდან ნაგროვები ბიბლიოთეკა (გადაეცა 2004 წელს), რომელიც ივსება ქალთა პროგრამის, სხვა ორგანიზაციების პუბლიკაციებით, ღია საზოგადოების ინსტიტუტის ქალთა ქსელური პროგრამის წევრი ქალთა პროგრამების/დამოუკიდებელი ორგანიზაციების გამოცემებით, საერთაშორისო სემინარებზე/სამუშაო შეხვედრებზე დარიგებული პუბლიკაციებით/მასალებით. მათ შორის, დიდად მნიშვნელოვანი მასალა მოგვაწოდეს მოწვეულმა ლექტორებმა პროფესორებმა ანრდეა პეტომ (ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, უნგრეთი) და სელმა ლეიდესდორფმა (ამსტერდამის უნივერსიტეტი, ჰოლანდია).
მკვლევართა მომსახურება: ისევე, როგორც 2004 წლამდე ქალთა პროგრამა, ქალთა მეხსიერების კვლევის ცენტრი ბიბლიოთეკის მოვალეობას ასრულებდა გენდერული/ქალთა კვლევებით, ქალთა უფლებებით, და სხვა, მომიჯნავე საკითხებით დაინტერესებული მკვლევრების, ჟურნალისტების, ქალთა ორგანიზაციების მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში, სხვადასხვა დროს, მათ შორის ღია საზოგადოების ინსტიტუტის პროგრამებისგან, რამდენიმე გენდერული სარესურსო ცენტრია დაფინანსებული, ჩვენი მეხსიერების კვლევის ცენტრის არქივი და ბიბლიოთეკა მაინც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც საყოველთაოდ ხელმისაწვდომი და განახლებადი.