ENG
ორგანიზაციის სტრუქტურა

ფონდი ტასო წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა. ორგანიზაციის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო არის ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება. ორგანიზაციას ამჟამად 16 წევრი ჰყავს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანო არის ორგანიზაციის გამგეობა, რომელიც ხუთი წევრისგან შედგება. ორგანიზაციის გამგეობის წევრები არიან ორგანიზაციის მოქმედი თანამშრომლები და/ან კრების წევრები.

ფონდი ჰორიზონტალური მართვის ორგანიზაციული სტრუქტურის დანერგვის პროცესშია. სტრუქტურა საშუალებას აძლევს პასუხისმგებლობების რგოლებსა და როლებზე დანაწილებას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ორგანიზაციის მოქნილობისა და ცვალებადი გარემოს მიმართ მზაობის გაზრდას.

აღნიშნული მიდგომა უზრუნველჰყოფს სამუშაოს მრავალფეროვნებას და ადამიანის სხვადასხვა უნარის გამოყენებას გაცილებით ეფექტურს ხდის. შედეგად, სხვადასხვა რგოლებში გამოცდილების შეძენის შემდეგ, თითოეულ თანაშრომელს სფეროს საფუძვლიანი შესწავლის შესაძლებლობა ეძლევა.

ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარეს და გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეს აქვთ წარმომადგენლობითი, ზედამხედველობითი და კოორდინირების ფუნქციები.