ორგანიზაციის მისია:
ქალთა და გოგონათა მხარდაჭერა სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობის მშენებლობისთვის საქართველოში.
ორგანიზაციის ხედვა:
ქალები და გოგონები ცხოვრობენ უსაფრთხო და სამართლიან გარემოში, სადაც ხელმისაწვდომია თანაბარი შესაძლებლობები; უზრუნველყოფილია მათი ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვა, ფინანსური დამოუკიდებლობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანასწორუფლებიანი წარმომადგენლობა.
ორგანიზაციის ღირებულებები:
ფონდი ანგარიშვალდებულია საკუთარი პარტნიორებისა და საზოგადოების წინაშე და პროაქტიულად ავრცელებს ინფორმაციას მისი საქმიანობის შესახებ. ფონდი ღიაა თანამშრომლობისთვის.
- სამართლიანობა და კეთილსინდისიერება
ფონდი თანმიმდევრულად და მიუკერძოებლად ახორციელებს საქმიანობას პარტნიორებთან, თანამშრომლებთან და ბენეფიციარებთან მიმართებით; ხელმძღვანელობს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებით.
ფონდის ყველა თანამშრომელი იზიარებს ფონდის ღირებულებებს და პასუხისმგებლიანად ეკიდება თავის საქმიანობას, რომლის შესახებ მუდმივად განახლებულ ინფორმაციას უზიარებს ფონდის სხვა წევრებს, სამიზნე ჯგუფებს და დაინტერესებულ მხარეებს.
ფონდის თანამშრომლებს აქვთ ერთიანი ხედვა, მისწრაფებები მიზნები და ერთობლივად მუშაობენ აქტუალურ საკითხებზე, დახმარებას უწევენ და გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს, სამიზნე ჯგუფებსა და დაინტერესებულ მხარეებს გადანაწილებული პასუხისმგებლობების ფარგლებში.
ფონდის თანამშრომლები, საქმიანობის განხორციელებისას, თანაგრძნობას იჩენენ სამიზნე ჯგუფებისა და პარტნიორების მიმართ; ითვალისწინებენ კონტექსტს, ცდილობენ შევიდნენ მათ მდგომარეობაში და საჭიროების შემთხვევაში, უცხადებენ მხარდაჭრას.
დაფინანსების მიღების ძირითადი პრინციპები მოიცავს უარის თქმას:
- იარაღების წარმოებასა და მათ რეალიზაციასთან დაკავშირებული ორგანიზაციებისთვის;
- ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციასთან დაკავშირებული ორგანიზაციებისთვის;
- ტერორიზმთან კავშირში მყოფი პირებისა და ორგანიზაციებისთვის;
- ე.წ. გემბლინგსა და აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული ორგანიზაციებისთვის;
- ბავშვთა შრომასა და შრომით ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საეჭვო პირებისა და ორგანიზაციებისთვის;
- ტრეფიკინგთან ან მსგავს არაღირსეულ სამუშაოსთან დაკავშირებული საეჭვო პირებისა და ორგანიზაციებისთვის.