„ფონდი ტასო“ აგრძელებს ორწლიან პროგრამას ქალთა და გოგონათა საზოგადოებრივი აქტივიზმის ხელშესაწყობად და აცხადებს კონკურსს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების საქმიანობის მხარდასაჭერად.
"ფონდი ტასო" აგრძელებს პროგრამას „ქალთა და გოგონათა აქტივიზმი სათემო განვითარების ხელშესაწყობად“ და საქართველოს სოფლებსა და მუნიციპალურ ადმინისტრაციულ ცენტრებში (ქალაქები, დაბები), ქალთა ლიდერობით მოქმედი ორგანიზაციებისთვის, აცხადებს იდეების კონკურსს თემაზე - სათემო ფილანთროპია სასოფლო განვითარებისთვის.
სოფლად მცხოვრები ქალების თემაზე გადაღებული სამწუთიანი ფილმების კონკურსის გამარჯვებული ფილმები.
სოფლად მცხოვრები ქალების თემაზე გადაღებული სამწუთიანი ფილმების კონკურსის პირველი შესარჩევი ეტაპი დასრულდა.
15 ოქტომბერს სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნება. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2008 წელს დაფუძნებული საერთაშორისო დღე აღიარებს სოფლად მცხოვრებ ქალთა წვლილს ადგილობრივ განვითარებასა და სოფლის მეურნეობაში, საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და სიღარიბის დაძლევაში. ამ დღესთან დაკავშირებით, „ფონდი ტასო“ იწყებს ექვსკვირიან კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ვაცხადებთ 3 წუთიანი ფილმების კონკურსს სოფლად მცხოვრები ქალების თემაზე.
"ფონდი ტასო" აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციების სპეციალისტის თანამდებობაზე.