„ფონდი ტასო“ ეროვნული ქალთა ფონდია, რომელიც დამოუკიდებელ ორგანიზაციად 2007 წელს დარეგისტრირდა. მანამდე, 1998-2006 წლებში, ის ფონდ “ღია საზოგადოება - საქართველოს“ ქალთა პროგრამის ფარგლებში მუშაობდა (იხ. ისტორია pdf). ფონდის საქმიანობები მიმართულია ქვეყანაში ქალთა გაძლიერებისა და მძლავრი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ.
თავისი მისიის მისაღწევად, „ფონდი ტასო“ ახორციელებს გრანტგამცემ, საგანმანათლებლო და ჰუმანიტარულ პროგრამებს. ფონდის ძირითად საქმიანობებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მოიცავს სოფლად მცხოვრები ქალებისა და თემის მობილიზებას, მათი ცნობიერების ამაღლებას, ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობას.
ფონდი გასცემს გრანტებს ქალთა, როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური ეკონომიკიური გაძლიერებისთვის, ასევე, თემის სოციალური აქტივიზმისთვის, სათემო ფონდების ჩამოყალიბებისა და ორგანიზაციული განვითარებისთვის; ახორციელებს ჰუმანიტარულ საქმიანობას ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის შექმნილ ისეთ რთულ გარემოებებში, როგორიცაა შეიარაღებული კონფლიქტი, საგანგებო მდგომარეობა თუ გლობალური პანდემია. ფონდი აქტიურად თანამშრომლობს სახელისუფლებო უწყებებთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან, ისევე როგორც სათემო, რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ხელს უწყობს ქალთა მოძრაობისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობას და წვლილი შეაქვს გლობალური მშვიდობის მშენებლობის უზრუნველყოფაში.
„ფონდი ტასოს“ პრიორიტეტული სამუშაო მიმართულებები:
„ფონდი ტასო“ ყოველდღიური საქმიანობით, ხელს უწყობს და წვლილი შეაქვს ისეთი სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში, სადაც: