“ვცდილობ, ადგილობრივი ქალებისა და ბავშვების პრობლემები გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე მივიტანო“, - კარინე კაჩოტიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.
30 წლის კარინე კაჩოტიანი ერთ-ერთია იმ 45 ქალს შორის, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით საკრებულოების მაჟორიტარ წევრებს წარმოადგენენ. სულ საქართველოში მათი რაოდენობა 664-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ კარინე, კოლეგების მსგავსად, ადგილობრივ თვითმმართველობებში გადაწყვეტილების მიმღები ქალების მცირერიცხოვან ჯგუფს მიეკუთვნება.