მარინა თაბუკაშვილი, 2007-2021 წლებში, „ფონდის ტასო“ გენერალური დირექტორია. როგორც ეროვნული ქალთა ფონდი, „ფონდი ტასო“, მისიით - ქალთა გაძლიერება სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობისთვის საქართველოში, ახორციელებს გრძელვადიან გრანტგამცემ და ოპერაციულ პროგრამებს: სათემო ფილანთროპია; სასოფლო თემთა სოციალური მობილიზაცია ქალთა ლიდერობით; გენდერული ძალადობის დაძლევა; ქალთა ზეპირი ისტორიები; მონაწილეობა გენდერული სამართლიანობისა და ფილანთროპიის კანონმდებლობის გაუმჯობესების საქმეში; დოკუმენტური ფილმები და პუბლიკაციები.
2000-2006 წლებში მარინა, როგორც „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ ქალთა პროგრამის კოორდინატორი, პროგრამის მისიის - ქალთა მოძრაობის მშენებლობა საქართველოში - შესაბამისად, ხელმძღვანელობს პროგრამის სამუშაო მიმართულებებს: ძალადობა ქალთა მიმართ (ძალადობა ოჯახში და ტრეფიკინგი); გენდერი და მედია; გენდერული კვლევები; ქალთა რეპროდუქტიული უფლებები და ჯანმრთელობა; ქალთა ზეპირი ისტორიები; ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და სოციალური მონაწილეობა. 1996-1999 წლებში იგი საერთაშორისო ორგანიზაციის „პირველადი დახმარება“ წარმომადგენელია საქართველოში. მარინა თაბუკაშვილი, ვინც თავისი შრომითი ბიოგრაფია დაიწყო როგორც ფილოლოგმა და ხელოვნებათმცოდნემ (1972-1996), 1986 წლიდნაა ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში.
ქეთევან ჟორდანიას დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბიოტექნოლოგიის ინჟინრის სპეციალობით. აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება პროექტების მართვისა და კოორდინირების მიმართულებით; სხვადასხვა დროს იყო მოხალისე, გრანტების ადმინისტრატორი, მენეჯერის ასისტენტი. 2010 წლიდან დღემდე, ის აქტიურად მუშაობს სათემო განვითარებისთვის საქართველოს რეგიონებში; აქვს საერთაშორისო და ადგილობრივი დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებში და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება. ქეთევანი „ფონდი ტასოს“ გუნდის წევრია 2009 წლიდან.
მაია გრძელიშვილი გამოყენებითი ფსიქოლოგიისა და ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულია. მოგვიანებით, მან პრაქტიკული კვალიფაკიცია გლასგოს კალედონიის უნივერესიტეტში აიმაღლა; მიღებული აქვს ცოდნა შედეგებზე დაფუძნებულ მენეჯმენტს, პროექტების მართვასა და ორგანიზაციულ განვითარებაში. მისი სამუშაო გამოცდილება უკავშირდება გენდერული თანასწორობის მისაღწევად ქალთა უფლებების დაცვისა და ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შესაქმნელად სათემო, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ/ეროვნულ მთავრობასთან თანამშრომლობას. სხვადასხვა წლებში ის მუშაობდა ადილობრივ და საერთაშორისო არასათავრობო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებებში. მაია “ფონდი ტასოს” გუნდის წევრია 2019 წლიდან.
ეკა წურწუმია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ადგილობრივი თვიმმართველობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულია. ეკა “ფონდი ტასოს” გუნდის წევრია 2012 წლიდან და მის მოვალეობებში შედის პროექტის დირექტორთან ერთად საგრანტო კომპონენტის სრული ციკლის ორგანიზება; აპლიკანტთა და გრანტის მიმღებთა ტრენინგი და კონსულტირება ფინანსური მენეჯმენტის/ანგარიშგების საკითხებში; გრანტის მიმღებთა საქმიანობის ანგარიშების მიღება, ანალიზი და უკუკავშირი; საკონსულტაციო და საკოორდინაციო მუშაობა პროექტის სამიზნე რეგიონებში, თვითდახმარების ჯგუფებთან და თემის წარმომადგენლებთან ადგილობრივ თემთა სოციალური მობილიზაციისთვის; ფონდის ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა.
ნინო ასათაშვილი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებული. მოგვიანებით მან სწავლა გენდერის კვლევების მიმართულებით განაგრძო. სხვადასხვა დროს, ნინო მუშაობდა პროექტებზე, რომლებიც მოიცავდა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, ინტერსექციურობის, ოჯახში ძალადობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებს. ის არის რამდენიმე კვლევის თანაავტორი. ნინო „ფონდი ტასოს“ გუნდის წევრია 2018 წლიდან.
მაია ბერიძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი მიკროპროცესორული სისტემების ფიზიკის სპეციალობით. 1997 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციაში როგორც პროგრამული უზრუნველყოფის, ისე ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით. მაია “ფონდი ტასოს” გუნდის წევრია 2007 წლიდან.
ანა აფხაზავას დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მატერიალური რესურსების მართვისა და საბირჟო საქმის სპეციალობით. 2001 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო და კომერციულ ორგანიზაციებში. ანა “ფონდი ტასოს” გუნდის წევრია 2020 წლიდან.
გვანცა ჩაგუნავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულია (სოციალური მუშაობისა და ფსიქოლოგიის მიმართულებით). მოგვიანებით მან სწავლა გამოყენებითი ფსიქოლოგიის მიმართულებით განაგრძო მაგისტრატურის საფეხურზე. 2020 წელს ლიეტუვაში, ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში აიმაღლა კვალიფიკაცია, ხოლო 2021 წელს ვურზბურგის უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა ადამიანის უფლებების და ქალთა უფლებების სფეროში არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების ბაზაზე, კომუნიკაციების მიმართულებით. გვანცა რამდენიმე კვლევის ავტორია, გენდერის და ადამიანის უფლებების მიმართულებით. “ფონდი ტასოს” გუნდის წევრია 2022 წლიდან.
თამარ ღვინჯილია თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულია. Სწავლის დასრულების შემდეგ ის “საქართველოს ქალთა დემოკრატიის ქსელსა” და პლატფორმა GrlzWave - თან თანამშრომლობდა კომუნიკაციისა და სოცმედიის მართვის მიმართულებით. თამარი “ფონდი ტასოს” გუნდს 2022 წლიდან შემოუერთდა.
ია შალამბერიძე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულია. მას აქვს მედიისა და კომუნიკაციების სფეროში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმებისა და გასართობი პროგრამების რედაქციებში, მთარგმნელის, რედაქტორის და პროდიუსერის პოზიციებზე, თანამშრომლობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან კომუნიკაციის მიმართულებით. არის 20-მდე მულტიმედია პროექტის ავტორი და რამდენიმე მედია კვლევის თანაავტორი. ია “ფონდი ტასოს” გუნდის წევრია 2021 წლიდან.