ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი 2022 წლის გლობალური კამპანია #BreakTheBias #დაამსხვრიესტერეოტიპები 8 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით გაგრძელდა.
კამპანიის მიზნებს წარმოადგენდა ქალთა უფლებების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, საზოგადოების ჩართულობის გაზრდა, სტერეოტიპების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, პასუხისმგებლობის შეგრძნების ამაღლება/განმტკიცება, ინიციატივების გაზიარება, ორგანიზაციის და მისი საქმიანობის ცნობადობის ამაღლება.
საქართველოდან ჩვენი ფონდის მიერ ინიცირებულ კამპანიაში 200-მდე ქალი ჩაერთო.
კამპანიის ფარგლებში, ქალთა უფლებებისა და სტერეოტიპების თემაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, შეიქმნა მრავალფეროვანი ციფრული მასალა; სოფლად მცხოვრებ ქალებთან ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები.