ENG
კონკურსი სასოფლო განვითარების ხელშესაწყობად
"ფონდი ტასო" აგრძელებს პროგრამას „ქალთა და გოგონათა აქტივიზმი სათემო განვითარების ხელშესაწყობად“ და საქართველოს სოფლებსა და მუნიციპალურ ადმინისტრაციულ ცენტრებში (ქალაქები, დაბები), ქალთა ლიდერობით მოქმედი ორგანიზაციებისთვის, აცხადებს იდეების კონკურსს თემაზე - სათემო ფილანთროპია სასოფლო განვითარებისთვის.

2023 წელს კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

  1.  საკონკურსო იდეების წარდგენა
  2. საკონკურსო განაცხადების (პროექტების) წარდგენა

შერჩეული საკონკურსო იდეების განმცხადებელი ორგანიზაციები გაივლიან ორდღიან სწავლებას თემაზე „სოციალური აქტივიზმი და სათემო ფილანთროპია“, მიიღებენ დეტალურ განმარტებებს საპროექტო განაცხადის ფორმის მოთხოვნებთან დაკავშირებით და ინდივიდუალურ სატელეფონო კონსულტაციებს.  

საკონკურსო იდეების  წარსადგენად, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი ბმულზე.

საკონკურსო იდეების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 6 თებერვალი, არაუგვიანეს 23:00 საათისა.

განმცხადებელთა ინდივიდუალური კონსულტირება (სატელეფონო - ყოველდღე, უქმეების გარდა, სამუშაო საათებში): მარინა თაბუკაშვილი - 595424279; ეკატერინე წურწუმია - 577994237; ნინო ასათაშვილი - 588884576.


ჯგუფური კონსულტაცია ჩატარდება 31 იანვარს, 4 საათზე, Zoom პლატფორმის მეშვეობით მოცემულ ბმულზე:  https://us02web.zoom.us/j/9672273892.