ENG
სამწუთიანი ფილმების კონკურსი 2024

„ფონდი ტასო“ აცხადებს სამწუთიანი ფილმების კონკურსს სოფლად მცხოვრები ქალების თემაზე!

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც აქვს სურვილი, ვიზუალური თხრობის გზით, გადმოსცეს სათქმელი ორიგინალურად, გასაგებად და საინტერესოდ, დააფიქროს მაყურებელი სოფლად მცხოვრები ქალების ყოველდღიურ თუ უჩვეულო საზრუნავზე და სრულიად განსხვავებული კუთხით დაანახოს როგორც ადგილობრივი, ისე გლობალური მნიშვნელობის საკითხები.


კონკურსში მონაწილეობის პირობები


  • ფილმის ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს, თუმცა, შეიძლება იყოს ნაკლები;
  • ფილმი უნდა იყოს ქართულ ენაზე ინგლისური სუბტიტრებით;
  • ფილმის ჟანრი შესაძლოა იყოს: მხატვრული, დოკუმენტური, მხატვრულ-დოკუმენტური, ექსპერიმენტული და ანიმაციური;
  • ფილმის ფორმატი უნდა იყოს HD;
  • ფილმი კონკურსში მონაწილეობამდე არ უნდა იყოს გამოქვეყნებული და არ უნდა გამოქვეყნდეს სხვა პლატფორმაზე კონკურსის დასრულებამდე.


ნამუშევრების შეფასება


საკონკურსო ფილმებს შეაფასებს სპეციალურად მოწვეული ოთხწევრიანი ჟიური. შეფასება მოხდება ორ ეტაპად. მეორე ეტაპზე გადასული 10 ფილმიდან სამი გამარჯვებული ფილმის ავტორი გამოვლინდება ღონისძიებაზე, სადაც გაიმართება ფილმების ჩვენება და დაჯილდოების ცერემონია.


ფილმები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • თემის წარმოჩენა; 
  • ორიგინალური იდეა;
  • შემოქმედებითი მიდგომა და ვიზუალური თხრობის ტექნიკა;
  • ხმისა და გამოსახულების ხარისხი;
  • ეთიკის სტანდარტების დაცვა.


ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა


ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 15 ივლისი. ინფორმაცია მეორე ეტაპზე გადასული ფილმების შესახებ ცნობილი გახდება 22 ივლისს.  

სამი გამარჯვებული ფილმი დასახელდება 28 ივლისს და გავრცელდება „ფონდი ტასოს“ ონლაინ პლატფორმებზე, აგრეთვე, გაიმართება სხვადასხვა დროს ჩატარებული კონკურსის ფარგლებში შემოსული შერჩეული ნამუშევრების რეგიონული საზაფხულო ჩვენებები.


საპრიზო ფონდი


I ადგილი - 3000 ლარი

II ადგილი - 2000 ლარი

III ადგილი - 1000 ლარი


სააპლიკაციო ფორმა


კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.