ENG
"ფონდი ტასო" აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციების სპეციალისტის თანამდებობაზე
"ფონდი ტასო" აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციების სპეციალისტის თანამდებობაზე.

ხელშეკრულების სახე: შრომითი ხელშეკრულება
ხელშეკრულების ხანგრძლივობა: 1 წელი (გაგრძელების შესაძლებლობით)
გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე (ანაზღაურებადი)

მოკლე ინფორმაცია:

"ფონდი ტასო" ეროვნული ქალთა ფონდია, რომელიც დაფუძნდა 2007 წელს. ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობებია: სოფლად მცხოვრებ და კონფლიქტებით დაზარალებულ ქალთა გაძლიერება, ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერა და საზოგადოებრივი საქმიანობის ხელშეწყობა; ცალკე მიმართულებებია: ქალთა ზეპირი ისტორიები და გენდერული თანასწორობის საკითხების კვლევები; პუბლიკაციები და დოკუმენტური ფილმები.

"ფონდი ტასო" ხელს უწყობს სათემო ფილანთროპიის ჩამოყალიბებას და სათემო ფონდების დაფუძნებას რეგიონებში. ფონდი თანამშრომლობს ეროვნულ და ადგილობრივ მთავრობებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებთან.

ვაკანსიის შესახებ:

ფონდი აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციების სპეციალისტის პოზიციაზე. შერჩეული კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება ორგანიზაციის სტრატეგიული კომუნიკაციის, ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელების მართვაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ფონდის კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ფონდის ვებ-გვერდზე განცხადებების, ბლოგ პოსტების, კვლევითი პუბლიკაციების და სხვადასხვა ინფორმაციის გამოქვეყნება, რედაქტირება და განახლება (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
** ფონდის სოციალური ქსელების (Facebook, Twitter, LinkedIn, Instagram) გვერდების მართვა, მათ შორის ხარისხიანი კონტენტის შექმნა და განთავსება (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
** სოციალურ ქსელში განსათავსებელი კონტენტის შესაბამისი დიზაინის შერჩევა და განახლება;
** სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა, მათ შორის სოციალური ქსელების საშუალებით, ციფრული აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება, მართვა, და მონიტორინგი;
** ინფოგრაფიკებისა და მსგავსი ანალიტიკური მასალის მომზადება;
** ციფრული არხების შედეგების მონიტორინგი, ანალიზი და ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი (პრიორიტეტი მიენიჭება მაგისტრის ხარისხს) მედია, კომუნიკაციების ან მომიჯნავე სფეროში;
** მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება ორგანიზაციული კომუნიკაციის დაგეგმვის/მართვის მიმართულებით (მათ შორის ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელის გვერდების (Facebook, Twitter, LinkedIn, Instagram) მართვაში;
** ქალთა უფლებების საკითხების ცოდნა და მეტის გაგების სურვილი;
** ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი. მივესალმებით შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანს და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას.

უნარ-ჩვევები:

** თანამედროვე ტენდენციებისა და ტრენდების ანალიზის უნარი;
** კრეატიული აზროვნების უნარი;
** ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართულად საუბრისა და წერის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

განაცხადის შემოტანის პირობები:

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ (1) თქვენი რეზიუმე - CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე (რეკომენდატორების მითითებით) და (2) სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე, რომელშიც მითითებული იქნება, თუ რატომ ხართ დაინტერესებული აღნიშნული ვაკანსიით და როგორ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს (არაუმეტეს 500 სიტყვისა).

ჩამოთვლილი დოკუმენტები გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: info@taso.org.ge. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "კომუნიკაციების სპეციალისტი".

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 7 ნოემბერი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. განაცხადების გადარჩევის შემდგომი ეტაპი იქნება გასაუბრება, რომელიც დაიგეგმება არსებული ეპიდსიტუაციით გათვალისწინებული რეგულაციების შესაბამისად.