თუკი ყვარლის მხრიდან დაუყვებით გზას ლაგოდეხის მიმართულებით, ერთმანეთის მიყოლებით, სულ რაღაც ორმოციოდე კილომეტრზე, შეხვდებით ოსების (წიწკანაანთ სერი), უდების (ზინობიანი), ავარელების (ჩანთლისყურე, თივი, სარუსო), აზერბაიჯანელების (კაბალი, განჯალა, უზუნთალა) და ცოტა მოშორებით მალაკნების (გრაფოვკა) სოფლებს, ხოლო თუ ცოტა ღრმადაც შეიხედავთ, გაგაოცებთ თავისებურება იმ სოციალურ-კულტურული ყოფისა, თითოეულში რომ სუფევს.