სოფლად მცხოვრებ ქალებს, რომლებთანაც `ფონდმა ტასომ~ ინტერვიუები ჩაიწერა, შეიძლება, მანამდე არც არავინ დალაპარაკებია საკუთარი ცხოვრების შესახებ. მათ საბჭოთა კავშირში იცხოვრეს, ქვეყანაში, სადაც უბრალო ადამიანი სახელმწიფოს და ერთადერთ მმართველ, კომუნისტურ პარტიას არ აინტერესებდა და არც სატკივარსა და პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი იყო მიღებული. თუკი ქალები დაიჩივლებდნენ, ისევ ერთმანეთში, თორემ საჯარო სივრცე ტოტალურად კონტროლდებოდა.
წიგნში წარმოდგენილი ჩვიდმეტი ინტერვიუდან, მხოლოდ ერთი რესპონდენტია მამაკაცი, რომელიც დედის, ლუბა კონჯარიას ამბავს ყვება.