ENG
29 იანვარი, 2022
სამუშაო შეხვედრა სათემო მუშაკებთან

2022 წლის 29 იანვარს „ფონდი ტასოს“ წარმომადგენლებმა, Zoom პლატფორმის მეშვეობით, სათემო მუშაკებთან პირველი საკოორდინაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე პროექტის გუნდმა რეგიონებში ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა და სათემო მუშაკებთან ერთად სამომავლო საქმიანობები დაგეგმა.

29 იანვრის მდგომარეობით, რეგიონებში პროექტის საპრეზენტაციო შეხვედრები დასრულდა, ფონდმა მუშაობა განაგრძო 5 რეგიონის 13 მუნიციპალიტეტის 22 სოფელში;

ჯამში, თვითდახმარების ჯგუფებში მობილიზებული იქნა 290 ქალი.

პროექტს „ფონდი ტასო“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, შიდა ქართლის, სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში ახორციელებს.

სიახლეები
21-23 თებერვალს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, ბიზნეს-ტრენინგის მონაწილე ქალებს...
26 თებერვალი, 2025
8-10 თებერვალს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, პროგრამაში ჩართულ 19...
10 თებერვალი, 2025
24-26 იანვარს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, პროგრამაში ჩართულ 21...
27 იანვარი, 2025