21-23 თებერვალს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, ბიზნეს-ტრენინგის მონაწილე ქალებს სერტიფიკატები გადაეცათ. ტრენინგს სოციალური ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის (SiNC) ტრენერები, მარიამ ჩაჩუა და რამინ კოჩალიძე უძღვებოდნენ.
სულ, პროგრამაში, რომელიც SiNC – ის გამოცდილ ტრენერებთან ერთად, პროკრედიტ ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება, დასავლეთ საქართველოს სოფლებში მცხოვრები 80 ქალი იღებს მონაწილეობას.
ტრენინგის მონაწილეებს შეხვდნენ პროკრედიტ ბანკის წარმომადგენლები - მარიამ აბულაძე და დავით ალაშვილი.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტი წარმოადგენს პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის“ნაწილს (II ფაზა), რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია, თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.