სოფლად მცხოვრები დამწყები მეწარმე ქალებისთვის სამეწარმეო ტრენინგებისა და მენტორინგის პროგრამა გრძელდება!
8-10 თებერვალს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, პროგრამაში ჩართულ 19 ქალს სამეწარმეო ტრენინგი ჩაუტარდა. ტრენინგს უძღვებოდა სოციალური ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის (SiNC) დირექტორი, თამარ ჯანგულაშვილი.
სულ, პროგრამაში, რომელიც SiNC – ის გამოცდილ ტრენერებთან ერთად, პროკრედიტ ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება, დასავლეთ საქართველოს სოფლებში მცხოვრები 80 ქალი იღებს მონაწილეობას.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტი წარმოადგენს პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის“ნაწილს (II ფაზა), რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია, თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.