2022 წლის 4 მარტს, „ფონდი ტასოს“ გუნდის წევრებმა ერგნეთში სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას სოფელ ერგნეთსა და სოფელ ბროწლეთში მცხოვრები ქალები ესწრებოდნენ.
შეხვედრა პროექტის მონაწილეების უკეთ გაცნობას, პროექტის დეტალების განხილვასა და ადგილობრივ დონეზე არსებული საჭიროებების გამოკვეთას დაეთმო.
სოფლად მცხოვრებმა ქალებმა უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სოლიდარობა მათ მიერ შექმნილი ხელნაკეთი გულსაბნევებით გამოხატეს.
შეხვედრის ბოლოს, ყველა მონაწილე ჩაერთო გლობალურ კამპანიაში #BreakTheBias #დაამსხვრიესტერეოტიპები, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღეს ეძღვნება.
აღნიშნულ პროექტს „ფონდი ტასო“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, შიდა ქართლის, სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში ახორციელებს.