2022 წლის 11-12 მარტს, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერების" პროექტის ფარგლებში „ფონდი ტასოს“ გუნდის წევრებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში - ერკეთში, ჯვარცხმაში, ხევში, ჩხაკაურასა და გორაბერეჟოულში სამუშაო შეხვედრები გამართეს.
შეხვედრები პროექტის მონაწილეების უკეთ გაცნობას, პროექტის დეტალების განხილვასა და ადგილობრივ დონეზე არსებული საჭიროებების გამოკვეთას დაეთმო.
აღნიშნულ პროექტს „ფონდი ტასო“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, შიდა ქართლის, სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში ახორციელებს.