ENG
15 მარტი, 2022
სამუშაო შეხვედრები სამეგრელოში

2022 წლის 13-15  მარტს, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერების" პროექტის ფარგლებში „ფონდი ტასოს“ გუნდის წევრებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - ფახულანსა და ლიაში და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლებში ხაბუმესა და მუხურში სამუშაო შეხვედრები გამართეს.

შეხვედრები პროექტის მონაწილეების უკეთ გაცნობას, პროექტის დეტალების განხილვასა და ადგილობრივ დონეზე არსებული საჭიროებების გამოკვეთას დაეთმო.

აღნიშნულ პროექტს „ფონდი ტასო“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, შიდა ქართლის, სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში ახორციელებს.

სიახლეები
21-23 თებერვალს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, ბიზნეს-ტრენინგის მონაწილე ქალებს...
26 თებერვალი, 2025
8-10 თებერვალს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, პროგრამაში ჩართულ 19...
10 თებერვალი, 2025
24-26 იანვარს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, პროგრამაში ჩართულ 21...
27 იანვარი, 2025