ENG
03 მაისი, 2022
ნორვეგიის ელჩის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლების სტუმრობა სოფელ ჩხაკაურაში

2022 წლის 2 მაისს, „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ჩხაკაურას თემში ჩამოყალიბებულ ქალთა თვითდახმარების ჯგუფს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები და ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰელენ სანდ ანდრესენი ეწვივნენ.

სტუმრებმა სოფლად მცხოვრები ქალებისგან მოისმინეს აღნიშნულ პროექტში ჩართულობის უპირატესობებისა და ადგილობრივ დონეზე არსებული საჭიროებების შესახებ, რომელთა გადაჭრას ისინი საერთო ძალებით ცდილობენ. შეხვედრის ბოლოს, მათ ტრადიციული ხელნაკეთი ნივთები დაათვალიერეს და ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს.

პროექტს „ფონდი ტასო“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, შიდა ქართლის, სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში ახორციელებს.

 

სიახლეები
16 და19 მაისს პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ მონაწილე ქალებს...
09 ივნისი, 2023
7 მაისს სოფელ მუხურში პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ შემაჯამებელი...
21 მაისი, 2023
8 მაისს ბაღდათში, კაფეში "გლიცინია" პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“...
21 მაისი, 2023