ENG
03 მაისი, 2022
წიგნები საჩუქრად სოფელ ოზურგეთის ბიბლიოთეკას

2022 წლის 3 მაისს, „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში, „ფონდი ტასოს“ წარმომადგენლებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში ჩამოყალიბებულ ქალთა თვითდახმარების ჯგუფს საჩუქრად წიგნები ჩაუტანეს.

წიგნების ნაწილი „ფონდი ტასოს“ საბიბლიოთეკო ფონდში არსებული სხვადასხვადროინდელი გამოცემებია, ხოლო ნაწილი ქალთა ჯგუფს ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰელენ სანდ ანდრესენმა გაუგზავნა მათი ინიციატივის მხარდაჭერის ნიშნად, რომელიც სოფელ ოზურგეთში პირველი ბიბლიოთეკის დაარსებას გულისხმობს.

ქალთა თვითდახმარების ჯგუფი აპირებს, რომ აღნიშნული ინიციატივის მხარდასაჭერისა და ბიბლიოთეკის წიგნებით გამდიდრების თხოვნით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს, გიორგი კეკელიძეს მიმართოს.

სიახლეები
21-23 თებერვალს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, ბიზნეს-ტრენინგის მონაწილე ქალებს...
26 თებერვალი, 2025
8-10 თებერვალს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, პროგრამაში ჩართულ 19...
10 თებერვალი, 2025
24-26 იანვარს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, პროგრამაში ჩართულ 21...
27 იანვარი, 2025