ENG
01 ნოემბერი, 2022
მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა ახალციხეში
 31 ოქტომბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა.
 შეხვედრის მიზანი იყო თვითდახმარების ჯგუფთა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა თანამშრომლობა, რათა თემის დონეზე გამოკვეთილი პრიორიტეტები და საჭიროებები გათვალისწინებული იქნას ადგილობრივი ბიუჯეტირების პროცესში.
 ახალციხის მუნიციპალიტეტის სათემო მუშაკისა და თვითდახმარების ჯგუფის წევრების მიერ ადგილობრივ თემში ჩატარებული ადგილობრივი საჭროებების კვლევის პრეზენტაცია შეხვედრაზე წარადგინეს.
 შეხვედრის ბოლოს, გაიმართა დისკუსია თითოეული საკითხის დეტალურად განხსახილველად, მათი მოგვარების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის რესურსების და შესაძლებლობების შესაბამისობის განხილვა და მოგვარებისთვის სამომავლო გეგმების დასახვისთვის.
შეხვედრა ჩატარდა “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობათა განვითარების გზით” პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში.
 პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდსა და ქეა საერთაშორისო კავკასიაში პარტნიორობით.
 პროექტის მხარდამჭერია შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობისა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) სააგენტოების მიერ.
სიახლეები
21-23 თებერვალს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, ბიზნეს-ტრენინგის მონაწილე ქალებს...
26 თებერვალი, 2025
8-10 თებერვალს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, პროგრამაში ჩართულ 19...
10 თებერვალი, 2025
24-26 იანვარს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, პროგრამაში ჩართულ 21...
27 იანვარი, 2025