ENG
28 ოქტომბერი, 2022
მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში
28 ოქტომბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან, გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა.
 შეხვედრის მიზანი იყო თვითდახმარების ჯგუფთა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა თანამშრომლობა, რათა თემის დონეზე გამოკვეთილი პრიორიტეტები და საჭიროებები გათვალისწინებული იქნას ადგილობრივი ბიუჯეტირების პროცესში.
 მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სათემო მუშაკებმა და ჯგუფის წევრებმა, წარადგინეს ადგილობრივი საჭიროებების კვლევის პრეზენტაცია.
 შეხვედრის ბოლოს, გაიმართა დისკუსია, რის შემდეგაც მოხდა თითოეული საკითხის დეტალურად განხილვა, მოგვარების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის რესურსების და მათი შესაძლებლობების შესაბამისობის განხილვა და მოგვარებისთვის სამომავლო გეგმების დასახვა.
შეხვედრა ჩატარდა “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობათა განვითარების გზით” პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში.
 პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდსა და ქეა საერთაშორისო კავკასიაში პარტნიორობით.
 პროექტის მხარდამჭერია შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობისა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) სააგენტოების მიერ.
სიახლეები
22 მარტს „ქალთა ზეპირი ისტორიების სკოლის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.  მონაწილეებმა...
23 მარტი, 2024
20 მარტს საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა სამეგრელოს რეგიონის სოფლებში - ძველი...
20 მარტი, 2024
19 მარტს საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა გურიის რეგიონის სოფლებში - ბუკნარი,...
19 მარტი, 2024