ENG
26 ოქტომბერი, 2022
მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტში
 26 ოქტომბერს, გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან.
 მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე, ადგილობრივი საჭიროებების კვლევის პრეზენტაცია წარადგინეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სათემო მუშაკებმა და ჯგუფის წევრებმა, რის შემდეგაც მოხდა თითოეული საკითხის დეტალურად განხილვა და მოგვარებისთვის სამომავლო გეგმების დასახვა.
 შეხვედრის მიზანი იყო თვითდახმარების ჯგუფთა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა თანამშრომლობა, რათა თემის დონეზე გამოკვეთილი პრიორიტეტები და საჭიროებები გათვალისწინებული იქნას ადგილობრივი ბიუჯეტირების პროცესში.
შეხვედრა ჩატარდა “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობათა განვითარების გზით” პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში.
 პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდსა და ქეა საერთაშორისო კავკასიაში პარტნიორობით.
 პროექტის მხარდამჭერია შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობისა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) სააგენტოების მიერ.
სიახლეები
„ფონდი ტასო“ 2023 წლის მაისიდან მონაწილეობდა პროექტში „ბავშვები სტერეოტიპებით არ...
20 ივლისი, 2023
6 და 9 ივნისს,„ფონდი ტასოს” ორგანიზებით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა დასახლების...
12 ივნისი, 2023
16 და19 მაისს პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ მონაწილე ქალებს...
09 ივნისი, 2023