ENG
26 ოქტომბერი, 2022
მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტში
დღეს, 26 ოქტომბერს, გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან.
 შეხვედრის მიზანი იყო თვითდახმარების ჯგუფთა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა თანამშრომლობა, რათა თემის დონეზე გამოკვეთილი პრიორიტეტები და საჭიროებები გათვალისწინებული იქნას ადგილობრივი ბიუჯეტირების პროცესში.
 მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სათემო მუშაკებმა და ჯგუფის წევრებმა, წარადგინეს ადგილობრივი საჭიროებების კვლევის პრეზენტაცია, რის შემდეგაც მოხდა თითოეული საკითხის დეტალურად განხილვა და მოგვარებისთვის სამომავლო გეგმების დასახვა.
შეხვედრა ჩატარდა “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობათა განვითარების გზით” პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში.
 პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდსა და ქეა საერთაშორისო კავკასიაში პარტნიორობით.
 პროექტის მხარდამჭერია შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობისა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) სააგენტოების მიერ.
სიახლეები
 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანსა და ხულგუმოში, “ფონდი ტასოს“ გუნდის წევრებმა...
30 მარტი, 2024
„ფონდი ტასოს“ გუნდის წევრებმა პროექტის საპრეზენტაციო შეხვედრები გამართეს, ასპინძის მუნიციპალიტეტის...
29 მარტი, 2024
26-29 მარტს, ჩატარდა ტრენინგები ბიზნესის დაწყების მსურველთათვის.
29 მარტი, 2024