2022 წლის 12 იანვარს „ფონდი ტასო“ "ქალთა ეკონომიკური გაძლიერების" პროექტის ფარგლებში, სამიზნე ერთ-ერთ სოფელს, შინდისს ეწვია, სადაც ფონდის წარმომადგენლებმა პროექტით დაინტერესებულ სოფლად მცხოვრებ ქალებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
აღნიშნულ პროექტს „ფონდი ტასო“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, შიდა ქართლის, სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში ახორციელებს.