ENG
12 დეკემბერი, 2022
რეგიონული ღონისძიება სომეხ და და ქართველ ქალ მეწარმეებს შორის
დეკემბერში  გაიმართა რეგიონული ღონისძიება, რომელიც სომეხ და ქართველ ქალ მეწარმეებს შორის ქალთა
მეწარმეობის განვითარების კარგი პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის რეგულარულ გაცვლას ემსახურებოდა, “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობათა განვითარების გზით”  პროექტისს ფარგლებში. 

2022 წლის დეკემბერში ჩატარდა ორი ონლაინ სესია:

6 დეკემბერს, ჩატარდა რეგიონული შეხვედრა, მარკეტინგის და ბრენდინგის მიმართულებით, რომელსაც ესწრებოდნენ, “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობათა განვითარების გზით”  პროექტის ფარგლებში შექმნილი თვითდახმარების ჯგუფის წევრები, ახალქალაქიდან, ასპინძიდან, ახალციხე და ბოლნისიდან.  შეხვედრაზე, არმნიე იგითხანიანმა წარადგინა, თავისი ბიზნესი და ყურადღება გაამახვილა, მის საქმიანობაზე მარკეტინგისა და ბრენდინგის მიმართულებით. 

12 დეკემბერს, ჩატარდა რეგიონული შეხვედრა, სურსათის უვნებლობის მიმართულებით, რომელსაც ესწრებოდნენ,თვითდახმარების ჯგუფის წევრები ახალქალაქიდან, ახალციხიდან, მარნეულიდან, ბოლნისიდან და ასპინძიდან. შეხვედრაზე, ინგა მაღრაძემ წარადგინა მისი პროდუქტის "ტენილი ყველის" მომზადების ტექნიკები და სურსათის უვნებლობის ის რეგულაციები თუ პროცესები, რასაც ყოველდღიურად იცავს პრაქტიკაში პროდუქტის მოსამზადებლად. 

მეწარმე ქალებსა და დარგის ექსპერტებს შორის გამოცდილების გაცვლა ძირითადად ფოკუსირებული იყო როგორც მარკეტინგსა და ბრენდინგზე, ასევე სურსათის უსაფრთხოებაზე.

ინიციატივა დაფინანსებულია შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მიერ რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში. ეს აქტივობა ხორციელდება CARE Caucasus-თან ერთად კავკასიაში, საქართველოში პარტნიორები არიან კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი და ფონდი ტასო, ხოლო აზერბაიჯანში UNDP-ის აზერბაიჯანის ოფისი.
სიახლეები
 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანსა და ხულგუმოში, “ფონდი ტასოს“ გუნდის წევრებმა...
30 მარტი, 2024
„ფონდი ტასოს“ გუნდის წევრებმა პროექტის საპრეზენტაციო შეხვედრები გამართეს, ასპინძის მუნიციპალიტეტის...
29 მარტი, 2024
26-29 მარტს, ჩატარდა ტრენინგები ბიზნესის დაწყების მსურველთათვის.
29 მარტი, 2024