ENG
08 თებერვალი, 2023
ტრენინგი სოფელ ზღუდერში
2023 წლის 8 თებერვალს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში “ქალთა ეკონომიკური გაძლიერების” პროექტის მონაწილე ქალებისთვის ტრენინგი გამართა კომპანია “ნუტრიმაქსის” ტექნიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მიხეილ სამყურაშვილმა.  

ტრენინგის დაწყებამდე, შეხვედრის მონაწილეებმა ადგილობრივი ფერმერის, ნინო წიკლაურის ფერმა მოინახულეს, სადაც ადგილზე გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება და ფერმერული მეურნეობის განვითარებისთვის საჭირო ცოდნა. შეხვედრა თეორიული ტრენინგით დასრულდა. 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ პროექტს “ფონდი ტასო” გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და  ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.  

სიახლეები
21-23 თებერვალს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, ბიზნეს-ტრენინგის მონაწილე ქალებს...
26 თებერვალი, 2025
8-10 თებერვალს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, პროგრამაში ჩართულ 19...
10 თებერვალი, 2025
24-26 იანვარს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, პროგრამაში ჩართულ 21...
27 იანვარი, 2025