ENG
21 მაისი, 2023
პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება სოფელ მუხურში
7 მაისს სოფელ მუხურში პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება გაიხსნა გამოფენით „ჩემი სოფლის ქალი“, სადაც სოფლად მცხოვრები ქალების საოჯახო არქივებში შემონახული ფოტოები და ისტორიები იყო წარმოდგენილი.
შეხვედრაზე კომპანია "ანაგრამას" დამფუძნებლებმა, თათა ჩემიამ და თაკო როდონაიამ პროექტის მონაწილე ქალებს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის თემაზე ტრენინგი ჩაუტარეს. შეხვედრის ბოლოს, პროექტის საგანმანათლებლო კომპონენტის ფარგლებში ტრენინგ-კურსების წარმატებით დასრულებისთვის ქალებს სერტიფიკატები გადაეცათ.
შეგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით.
სიახლეები
21-23 თებერვალს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, ბიზნეს-ტრენინგის მონაწილე ქალებს...
26 თებერვალი, 2025
8-10 თებერვალს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, პროგრამაში ჩართულ 19...
10 თებერვალი, 2025
24-26 იანვარს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, პროგრამაში ჩართულ 21...
27 იანვარი, 2025