ENG
21 მაისი, 2023
პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება ბაღდათში
8 მაისს ბაღდათში, კაფეში "გლიცინია" პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება გაიხსნა გამოფენით „ჩემი სოფლის ქალი“, სადაც სოფლად მცხოვრები ქალების საოჯახო არქივებში შემონახული ფოტოები და ისტორიები იყო წარმოდგენილი.
შეხვედრაზე კომპანია "ანაგრამას" დამფუძნებლებმა, თათა ჩემიამ და თაკო როდონაიამ პროექტის მონაწილე ქალებს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის თემაზე ტრენინგი ჩაუტარეს. შეხვედრის ბოლოს, პროექტის საგანმანათლებლო კომპონენტის ფარგლებში ტრენინგ-კურსების წარმატებით დასრულებისთვის ქალებს სერტიფიკატები გადაეცათ.
შეგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით.
სიახლეები
5-7 ივნისს "ქალთა ეკონომიკური გაძლიერების" პროექტში ჩართულ ქალებს ოჯახში ძალადობის თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ.
07 ივნისი, 2024
პირველ მაისს, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების" პროექტში ჩართულ ქალებს ტრენინგი ჩაუტარდათ თემაზე “გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები”.
01 მაისი, 2024
 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანსა და ხულგუმოში, “ფონდი ტასოს“ გუნდის წევრებმა...
30 მარტი, 2024