ENG
13 აპრილი, 2023
საკონსულტაციო შეხვედრები მარნეულის, ბოლნისის და დუშეთის მუნიციპალიტეტებში
7-11 აპრილს „ფონდი ტასოს“ გუნდის წევრებმა საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისსა და წოფში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხატისოფელში და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროსკარსა და ჩარგალში.
ჩატარებული საკონსულტაციო შეხვედრები, მიზნად ისახავდა თვითდახმარების ჯგუფების წევრებისთვის ეკონომიკურ საგრანტო კონკურსზე დეტალური ინფორმაციის მიწოდებას.
შეხვედრა ჩატარდა “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობათა განვითარების გზით” პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდსა და ქეა საერთაშორისო კავკასიაში პარტნიორობით.
პროექტის მხარდამჭერია შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობისა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) სააგენტოების მიერ.
სიახლეები
21-23 თებერვალს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, ბიზნეს-ტრენინგის მონაწილე ქალებს...
26 თებერვალი, 2025
8-10 თებერვალს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, პროგრამაში ჩართულ 19...
10 თებერვალი, 2025
24-26 იანვარს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, პროგრამაში ჩართულ 21...
27 იანვარი, 2025