ENG
20 ივლისი, 2023
ფოტოგამოფენა "ჩვენ - 30 ამბავი"

„ფონდი ტასო“ 2023 წლის მაისიდან მონაწილეობდა პროექტში „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ფოტოგამოფენა სახელწოდებით „ჩვენ - 30 ამბავი“ მოეწყო.

გამოფენის ექსპოზიცია მწერალ არჩილ ქიქოძისა და ფოტოგრაფ ლევან ხერხეულიძის ურთიერთთანამშრომლობით შექმნილ 30 ისტორიასა და ფოტოპორტრეტს აერთიანებს.

პროექტის მთავარი გმირები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არიან და მისი მიზანია მათ შესახებ ცნობიერების ამაღლება, სტერეოტიპული დამოკიდებულებების შეცვლა და საზოგადოებაში მათი ინტეგრირების ხელშეწყობა.

მაისიდან ივლისის ჩათვლით, ფოტოექსპოზიცია გამოფენილი იყო ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, თბილისში, ბათუმსა და ზესტაფონში. ჯამში, ყველა ქალაქში ერთად, გამოფენის გახსნის ღონისძიებებს 500-მდე ადამიანი დაესწრო.

ფოტოგამოფენა „ჩვენ - 30 ამბავი“ პროექტის „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც შვედეთის ქალაქ ჰუდიკსვალის მუნიციპალური ორგანიზაციის, „გლადა ჰუდიკ თეატრის“ მიერ ხორციელდება. პროექტს აფინანსებს „შვედური ინსტიტუტი“.

სიახლეები
„ფონდი ტასო“ 2023 წლის მაისიდან მონაწილეობდა პროექტში „ბავშვები სტერეოტიპებით არ...
20 ივლისი, 2023
6 და 9 ივნისს,„ფონდი ტასოს” ორგანიზებით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა დასახლების...
12 ივნისი, 2023
16 და19 მაისს პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ მონაწილე ქალებს...
09 ივნისი, 2023