ENG
19 ოქტომბერი, 2023
დასახლების საერთო კრება ბოლნისის მუნიციპალიტეტში
17 ოქტომბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიასა და ხატისოფელში გაიმართა თემის მიერ ინიცირებული დასახლების საერთო კრება, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისი 85-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით იქნა მოწვეული და ჩატარებული.  
 შეხვედრის მიზანი იყო თვითდახმარების ჯგუფთა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა თანამშრომლობა, რათა თემის დონეზე გამოკვეთილი პრიორიტეტები და საჭიროებები გათვალისწინებული იქნას ადგილობრივი ბიუჯეტირების პროცესში.
 შეხვედრაზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სათემო მუშაკებმა, ჯგუფის წევრებმა და ადგილობრივმა თემმა, ისაუბრეა ადგილობრივ საჭიროებებზე, რის შემდეგაც მოხდა თითოეული საკითხის დეტალურად განხილვა. შეხვედრა ინიცირებული იყო ბოლნისის თვით-დახმარების ჯგუფების მიერ.
 შეხვედრის მიზანი იყო თვითდახმარების ჯგუფთა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა თანამშრომლობა, რათა თემის დონეზე გამოკვეთილი პრიორიტეტები და საჭიროებები გათვალისწინებული იქნას ადგილობრივი ბიუჯეტირების პროცესში.
შეხვედრა ჩატარდა “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობათა განვითარების გზით” პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდსა და ქეა საერთაშორისო კავკასიაში პარტნიორობით.
 პროექტის მხარდამჭერია შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობისა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) სააგენტოების მიერ.
სიახლეები
26 და 27 ნოემბერს, “ფონდი ტასოს“ გუნდმა თვით-დახმარების ჯგუფის წევრებთან...
28 ნოემბერი, 2024
26 ნოემბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგასა და სვირში არსებულ თვით-დახმარების...
27 ნოემბერი, 2024
25 ნოემბერს, “ფონდი ტასოს“ გუნდმა თვით-დახმარების ჯგუფის წევრებთან სამუშაო შეხვედრები...
26 ნოემბერი, 2024