ENG
13 ოქტომბერი, 2023
მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან
 12 ოქტომბერს, გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან.
 შეხვედრის მიზანი იყო თვითდახმარების ჯგუფთა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა თანამშრომლობა, რათა თემის დონეზე გამოკვეთილი პრიორიტეტები და საჭიროებები გათვალისწინებული იქნას ადგილობრივი ბიუჯეტირების პროცესში.
 მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის სათემო მუშაკმა და ჯგუფის წევრებმა, წარადგინეს ადგილობრივი საჭიროებების კვლევის პრეზენტაცია, რის შემდეგაც მოხდა თითოეული საკითხის დეტალურად განხილვა და მოგვარებისთვის სამომავლო გეგმების დასახვა.
შეხვედრა ჩატარდა “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობათა განვითარების გზით” პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში.
 პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდსა და ქეა საერთაშორისო კავკასიაში პარტნიორობით.
 პროექტის მხარდამჭერია შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობისა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) სააგენტოების მიერ
სიახლეები
22 ოქტომბერს „ფონდი ტასოს“ საგანმანათლებლო პროგრამა „ქალთა სკოლა 2023“ თემაზე...
23 ოქტომბერი, 2023
17 ოქტომბერს, სოფელ ტანძიასა და ხატისსოფელში გაიმართა თემის მიერ ინიცირებული...
19 ოქტომბერი, 2023
16 ოქტომბერს, სოფელ ჩარგალში, გაიმართა შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან.
16 ოქტომბერი, 2023