ENG
23 ოქტომბერი, 2023
ქალთა სკოლა 2023

22 ოქტომბერს „ფონდი ტასოს“ საგანმანათლებლო პროგრამა „ქალთა სკოლა 2023“ თემაზე „ქალთა ზეპირი ისტორიები“ დაიწყო.

პროექტი სამ უმაღლეს სასწავლებელთან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და “GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან” თანამშრომლობით ხორციელდება.

პროგრამაში ჩართულია აღნიშნული სასწავლებლებიდან კონკურსის წესით შერჩეული როგორც ბაკალვრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურის 14 სტუდენტი.

ქალთა ზეპირი ისტორიების სკოლა მოიაზრებს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სამუშაოს და დამატებით შეხვედრებს შერჩეულ სპიკერებთან. წარმატებით შესრულებული ნაშრომები თავს მოიყრის პროექტის ფარგლებში გამოცემულ პუბლიკაციაში - ქალთა ზეპირი ისტორიების კრებულში.

 

სიახლეები
21-23 თებერვალს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, ბიზნეს-ტრენინგის მონაწილე ქალებს...
26 თებერვალი, 2025
8-10 თებერვალს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, პროგრამაში ჩართულ 19...
10 თებერვალი, 2025
24-26 იანვარს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, პროგრამაში ჩართულ 21...
27 იანვარი, 2025