ENG
19 მარტი, 2024
სამუშაო შეხვედრები გურიაში
„ფონდი ტასო“, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერების" პროექტის ფარგლებში, სამიზნე სოფლებს სტუმრობს.

19 მარტს საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა გურიის რეგიონის სოფლებში - ბუკნარი, ქვენობანი და მთისპირი.

შეხვედრებს ჯამში 60-მდე ქალი ესწრებოდა. “ფონდი ტასოს” წარმომადგენლებმა მონაწილეებს პროექტის დეტალები გააცნეს, მოისმინეს ადგილობრივთა საჭიროებების შესახებ და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

პროექტს „ფონდი ტასო“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, შიდა ქართლის, სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში ახორციელებს.
სიახლეები
21-23 თებერვალს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, ბიზნეს-ტრენინგის მონაწილე ქალებს...
26 თებერვალი, 2025
8-10 თებერვალს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, პროგრამაში ჩართულ 19...
10 თებერვალი, 2025
24-26 იანვარს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, პროგრამაში ჩართულ 21...
27 იანვარი, 2025