ENG
30 მარტი, 2024
სამუშაო შეხვედრები ახალქალაქის მუნიციპალიტეტში
 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანსა და ხულგუმოში, “ფონდი ტასოს“ გუნდის წევრებმა პროექტის საპრეზენტაციო შეხვედრები გამართეს.

ჩატარებული შეხვედრები, მიზნად ისახავდა "ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში" პროექტის, დაგეგმილი აქტივობების, შესაძლებლობების გაცნობა და ახალი ქალთა თვითდახმარების ჯგუფების ჩამოყალიბება/ფორმირება.

შეხვედრა ჩატარდა "ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში" პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია, ქალების გაძლიერება, მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მონაწილეობისათვის.

პროექტი ხორციელდება კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით, ხოლო პროექტის მხარდამჭერია შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SDC).
სიახლეები
26 და 27 ნოემბერს, “ფონდი ტასოს“ გუნდმა თვით-დახმარების ჯგუფის წევრებთან...
28 ნოემბერი, 2024
26 ნოემბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგასა და სვირში არსებულ თვით-დახმარების...
27 ნოემბერი, 2024
25 ნოემბერს, “ფონდი ტასოს“ გუნდმა თვით-დახმარების ჯგუფის წევრებთან სამუშაო შეხვედრები...
26 ნოემბერი, 2024