22 ნოემბერს, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშში, ნიჯგორსა და ნაქალაქევში, “ფონდი ტასოს“ გუნდმა თვით-დახმარების ჯგუფის წევრებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს.
შეხვედრა ჩატარდა "ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში" პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია, ქალების გაძლიერება, მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მონაწილეობისათვის.
პროექტი ხორციელდება კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით, ხოლო პროექტის მხარდამჭერია შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SDC).